2017-09-18
შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში
18 სექტემბერს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო და დეტალური განხილვა. დაწესებულებების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს. შეხვედრას ესწრებოდა ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე. ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები კვლავაც გაგრძელდება.




















