მიმდინარე წლის 31 მაისს ჩატარდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა VIII კონფერენცია. ფარმაციის, საექთნო საქმის, საოფისე საქმის, ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო სერვისების პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა წარმოდგინეს 15 მოხსენება აქტუალურ თემებზე. კომპეტენტურმა ჟიურიმ დადებითად შეაფასა სტუდენტთა აქტიურობა და ჩართულობა კონფერენციაში და შემდგომი წარმატებები უსურვა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები, ხოლო სამი საუკეთესო თემით პროფესიული სტუდენტები და მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების III ეროვნულ კონფერენციაზე“, რომელიც ჩატარდება 20, 21 ივნისს.
2021-06-02




















