24 დეკემბერს ჩატარდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაცია, რომელიც ფუნქციონირებას 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რომელიც მოიცავს პროფესიული უნარების განვითარებას, მომზადება-გადამზადებას, სტაჟირებას, სუბსიდირებას, კონსულტირებას და კარიერის დაგეგმვას. ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა. 24 დეკემბერს კონფერენციაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიც წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე.
2019-12-25




















